ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინაში გენოციდს მხოლოდ დაგმობა ვერ დაასრულებს და საჭიროა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
„სიტყვებმა ვერ აღკვეთა მასობრივი საფლავები. ამ გენოციდს მხოლოდ დაგმობა არ დაასრულებს. ტანკები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„შეაიარაღე უკრაინა ახლა ნიშნავს, ახლავე“, - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
შეგახსენებთ, უკრაინაში, დეოკუპირებული იზიუმის მახლობლად მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 440-ზე მეტი ცხედარია დამარხული.