კიკეთში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი 5 პირიდან 2 ქალია, ისინი მკურნალობას კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში გადიან. ორივე მათგანი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საღამოს საათებში შეიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტებს ნაჩხვლეტოვანი ჭრილობები სხეულის ქვედა არეში აღენიშნებათ, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.