ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 54 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 200 ბოლო დღე-ღამეში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები კი მოიცავს: 2202 ტანკს, 4701 ჯავშანტექნიკას, 1306 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 312 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 168 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 251 საბრძოლო თვითმფრინავს, 216 ვერტმფრენს, 911 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3571 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 121 ერთეულ სპეცტექნიკას და 236 ფრთოსან რაკეტას.