გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის” 50 თანამშრომელთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს