უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ ოფიციალური მოსკოვი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს.
ზელენსკის თქმით, ამას მხოლოდ ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელების გამო გააკეთებს. ამასთან, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სასაფლაოსთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა განახადა, რომ ეს საშინელებმა მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. მან რუსეთს მკვლელი და მწამებელი უწოდა, რომელსაც მხოლოდ სიკვდილსა და ტანჯვას ტოვებს.