205 დღე უკრაინის ომიდან - ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ქალაქებში მასობრივი საფლავები და წამების ადგილები ადასტურებს, რომ რუსები სამხედრო დანაშაულებს ჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ომის შემსწავლელ ინსტიტუტში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინელი დამცველები, დანარჩენი ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებისას, გააგრძელებენ რუსეთის ომის დანაშაულებისა და სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას.