სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს წარუდგინა.
დისკუსიის რეჟიმში ვრცლად ისაუბრეს და განიხილეს სურსათისმიერი საფრთხეების რისკების განსაზღვრის პროცედურები და პრევენციის საკითხები. მინისტრის მოადგილემ სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.
შეხვედრას აკადემიის დოქტორანტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.