სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ იზიუმში, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა. მათივე ცნობით, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 440 ცხედარია.