იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კონტრშეტევა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ეს არ არის ომის დასასრულის დასაწყისი - Palitra News

იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კონტრშეტევა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ეს არ არის ომის დასასრულის დასაწყისი

2022-09-16 15:25:49+04:00

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ომის დასასრულს არ ნიშნავს.

„რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია იმის დანახვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ტერიტორიის უკან დაბრუნება, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრულის დასაწყისი“, -აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რადიო BBC-ისთან ინტერვიუში.

ამ კონტექსტში, იენს სტოლტენბერგმა პარტნიორებს მოუწოდა, მზად იყვნენ „გრძელი გზისთვის“.