ევროკავშირი ენერგიის მზარდი ფასებისგან ოჯახებისა და ბიზნესის დასაცავად ენერგეტიკული ფირმებისგან 140 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ევროპაში ენერგიის რეკორდულად გაზრდილი ფასებით ქვეყნები ეკონომიკური რეცესიის, ხოლო მოსახლეობა და კომპანიები მომატებული გადასახადების პრობლემის წინაშე დგანან.
ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას ევროპული მთავრობები სხვადასხვა ზომის მიღებით ცდილობენ, დაწყებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასების შეზღუდვით, დასრულებული კოლაფსის რისკის ქვეშ მყოფი ენერგეტიკული მიმწოდებელთათვის სესხებისა და გარანტიების შეთავაზებით.
ევროკომისიის წინადადება წიაღისეული საწვავის ფირმების იძულებას ითვალისწინებს, რაც ფასების მატების გამო მათ მიერ მიღებული გაზრდილი შემოსავლის გაზიარებას გულისხმობს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, ამ დროს მოგების გაზიარება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, უმნიშვნელოვანესია.