ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა და მან 138 მილიონ ლარს მიაღწია. გასულ წელს კორპორაციამ მილიარდ 110 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. 2020 წლის მოგება კი მხოლოდ 3 მილიონ 200 ათასი ლარი იყო.
რაც შეეხება კორპორაციის ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა ბუნებრივი აირის შესყიდვის ხარჯი, რომელსაც კომპანია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას და შაჰ-დენიზის კონსორციუმს უხდის. 2021 წელს ეს ხარჯი 173 მილიონი ლარით გაიზარდა.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საკუთრებასაც მაგისტრალური გაზსადენების სისტემა, ასევე თბოსადგურები წარმოადგენს.
კორპორაცია სოციალური სეგმენტისთვის გაზის მიწოდებას 2013 წლიდან საკუთარი ხარჯებით ასუბსიდირებს.