კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ გასვლაზე ერევნის „პიუნიკთან“ 0:2 დამარცხდა. ლოვაკური გუნდის მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. ჩაკვეტაძე აქტიური იყო, სამი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. „სლოვანი“ H ჯგუფში 1 ქულით აუტსაიდერია და 6 ოქტომბერს სტუმრად „ბაზელს“ დაუპირისპირდება.