ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი, სერჰი ბრაჩუკი აცხდებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის 5 საწყობი, 2 ბაზა და შტაბი გაანადგურეს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს ოკუპანტების ორი ბაზა ხერსონის მახლობლად და ნოვა კახოვკაში, საბრძოლო მასალის საწყობები ხერსონის ოლქში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 440 ცხედარია.ხარკოვის რეგიონის პოლიციის ცნობით, რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების შეგროვების მიზნით ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და მათ სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.