აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის ოფიციალურად დამტკიცების შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დახმარების ამ პაკეტით შეერთებული შტატების მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობის პერიოდში უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ღირებულება, ჯამში, დაახლოებით 15.8 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ბლინკენის თქმით, აშშ-ის მიზანია გაწეულმა დახმარებამ მაქსიმალურიად დიდი გავლენა მაოხდინოს ბრძოლის ველზე და უკრიანის პოზიციები გაამყაროს.