"ნაციონალური მოძრაობის" წევრის და გენშტაბის ყოფილი უფროსი დევი ჭანკოტაძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ კიევის მოწოდება საქართველოსადმი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ, "პროვოკაციაა".
დევი ჭანკოტაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არა ესკალაციის, არამედ მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. ჭანკოტაძის თქმით, "ქართული ოცნებაც" კრემლის მსგავსს განცხადებებს აკეთებს, რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა ოპოზიციას უნდა.