ონში ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა - Palitra News

ონში ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა

2022-09-16 08:05:50+04:00

ონში, სახალხო დღესასწაული „ონელობა 2022“ გაიმართა. ღონისძიება ყველასათვის საყვარელი მომღერლის, ზურა ბაკურაძის ხსოვნას მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ დღესასწაულის დასასრულს გალა კონცერტი – “შქმერის მთა გადავიარე… ზურა ბაკურაძე“ გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნა ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი.

“საზეიმოდ გაიხსნა ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, როგორც პროფესიონალიზმის, ღირსების, ადამიანების სიყვარულისა და საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი ძმების სიმბოლო”, – განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.