ევროპარლამენტმა დააკმაყოფილა ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის 5-ი მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დღეს, სტრასბურგში გამართულ პლენარულ სესიაზე მიიღო. შემოთავაზებას, რომელიც ევროპარლამენტმა ე.წ.ი „სასწრაფო პროცედურით“ მიიღო, მხარი 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი თავი შეიკავა.