ბრალდებული, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა ნაცების პერიოდს რამდენჯერმე გადააჭარბა. გოგაშვილის განმარტებით, ჩანაწერებს ოტო, ივანიშვილს უგროვებს და პერიოდულად აწვდის, რომელშიც ხელისუფლების ლიდერები არიან ჩართულები. შინაგან საქმეთა მინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. მათივე განმარტებით, სოსო გოგაშვილი სამსახურის დაწყებას ითხოვდა. აღნიშნულ თემას გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც.