იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციების დროს “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივა დააყენა, რასაც თავადაც მხარი დაუჭირა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, "ქართული ოცნება" საზოგადოებას წინასწარ ტესტავს, რათა მათი აზრი კონკონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაიგოს. მათი თქმით, მმართველი პარტიის მიზანია ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტს უქმნის, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტი, გაუქმდეს.