გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. გერმანია, რომელიც წლების განმავლობაში ფრთხილი იყო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, დღეს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს, თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია. ბერლინში გამართული შეხვედრების მთავარი თემები რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ენერგეტიკული თანამშრომლობა იყო.