ქართული, ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზე ფიქრი ნიკა გიგაიამ და სოფიკო გურასაშვილმა 6 წლის წინ, სტუდენტობის დროს დაიწყეს. ახლა უკვე ცოლ-ქმარმა, თუმცა იმ დროს ჯერ კიდევ შეყვარებულებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მათი ბრენდის პროდუქცია აუცილებლად ნატურალური ხისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული. ასე დაიწყო "ჰენდის" ისტორია.
"ჰენდის" საათები და სათვალეები 5 სხვადასხვა სახეობის ნატურალური ხისგან მზადდება. საწარმო თქვეში, 150-მდე საათსა და 50 სათვალეს აწარმოებს.
გარდა მაღალი ხარისხისა, ჰენდის შემქნელები, ბრენდის წარმატებას, გამორჩეული დიზაინით ხსნიან. შესაბამისად, ამბობენ, რომ იმპორტირებულ სათვალეებსა და საათებს, კონკურენციას თავისუფლად უწევენ.
"ჰენდის" შემქნელებმა მათი პროდუქციის ხარისხზე რომ ბევრი იმუშავეს, ამას ისიც მოწმობს, რომ მათ მიერ წარმოებულ ხის საათებსა და სათვალეეზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბრენდი მალე გაფართოებას და წარმოების ზრდას გეგმავს.