პარლამენტის თავმჯდომარემ , შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ: ხელი მოაწერა კანონს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. პაპუაშვილის განცხადებით , პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დასაბუთებული არ იყო და არგუმენტები დღემდე არ მოუსმენიათ. პროცესი კი სტანდარტულად წარიმართა და ვენეციის კომისიის დასკვნა დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით ,მისი თქმით, რეალობა არ არის. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს ,რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ იმავე პოზიციაზე რჩება, პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც ვენეციიის კომისიის დასკვნა,შესაბამისად მსხილაძის თქმით ,პრეზიდენტის მხრიდან ალოგიკური იქნებოდა კანონზე ხელის მოწერა.