მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დასრულდა, ტურისტული სეზონი კვლავ აქტიურ ფაზაშია. დატვირთულია სასტუმროები, რესტორნები. ამას მოწმობს TBC Capital-ის კვლევაც, რომელიც 1-დან 6 სექტემბრის პერიოდს მოიცავს და რომლის მიხედვითაც, სასტუმროებში, "თიბისი ბანკის" არხებით განხორციელებულ უნაღდო დანახარჯები გაიზარდა და ზრდამ გასული წლის დონესთან შედარებით 50% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი კი მნიშვნელოვნად შემცირდა და 313 ლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება რესტორნებსა და კაფეებს 2021 წელთან შედარებით ზრდა 65%-ია, საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე კი 33 ლარს გაუტოლდა. უფრო კონკრეტულად, როგორი იყო 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი სარესტორნო ბიზნესისთვის და რა გამოწვევები აქვს სექტორს - თემაზე ვრცლად გადაცემაში "ბიზნეს პალიტრა" რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე საუბრობს