აგვისტოში, გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მოულოდნელად შენელდა და წლიურმა ინფლაციამ 9.9% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, უმეტესწილად, ენერგორესურსების, სურსათისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდითაა გამოწვეული.
ინგლისის ბანკის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონე 13.3%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდება და ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.
საგულისხმოა, რომ მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ინგლისის ცენტრალურმა ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის 1.25%-იან ნიშნულამდე გაიზრდება.