ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით ჯამში 3 900-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. გაცემული სესხების მოცულობამ კი 441 მლნ ლარს გადააჭარბა. მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა 2021 წელს, წინასაარჩევნოდ დაიწყო.
პროგრამა ახლადაბადებულ ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც იპოთეკის სუბსიდირებას ითვალისწინებს. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარია. თუ მსესხებელს 1 ან 2 შვილი ჰყავს, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებულ 3,5 %-ს, არაუმეტეს 6%-ის ოდენობით. 3 ან მეტი შვილის შემთხვევაში, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებულ 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.