სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს და ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ცნობით, სომხებმა ცეცხლი 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით გახსნეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, აზერბაიჯანულმა მხარემ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენა. მათივე ცნობით, დღეს 08:00 საათიდან მოწინააღმდეგემ გამოიყენა არტილერია, ნაღმტყორცნები და მსხვილი კალიბრის იარაღი, ჯერმუკისა და ვერინ-შორჟას მიმართულებებით.