სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თხილის შემნახველი ახალი საწარმო გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის შემნახველ საწარმოში ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი.
კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია.
კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს