აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ახლა უკრაინის ომში გარდამტეხი მომენტი დგას, აშშ-ის ლიდერმა უპასუხა, რომ “ამჟამად ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რთული სათქმელია”.
“უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში უკრაინის ძალებმა ოკუპაციისგან დაახლოებით 8000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.