6-13 ოქტომბერს ტაშკენტში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი-90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე-100 კგ: ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი+100 კგ: გურამ თუშიშვილი
მსოფლიოზე 7 წონაში 9 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. მწვრთნელმა, როგორც მოსალოდნელი იყო 90 და 100 კილოში წონები "გააორა", თუმცა მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ 90 კილომდე წონით კატეგორიაში ნაკრებში ბექა ღვინიაშვილის ადგილი არ მოიძებნა, ის და გიორგი ტერაშვილი ტაშკენტში მხოლოდ გუნდურში იჭიდავებენ.