ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA-ს ცნობით „ვალენსიას“ ქართველი მეკარე ღამურებთან ახალ კონტრაქს გააფორმებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად ფეხბურთელის ანაზღაურება ათჯერ გაიზრდება. ასევე, მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა ხუთჯერ გაიზრდება და 100 მილიონი ევრო გახდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ვალენსიამ 2021 წლის ბოლოს გაუფორმა 5-წლიანი კონტრაქტი, თუმცა იქ ჩადებული გამოსასყიდი თანხა (20 მილიონი ევრო) ტოპკლუბებისთვის არცთუ ძვირია, ვალენსიას კი მისი შენარჩუნება სურს. მამარდაშვილით უკვე დაინტერესდნენ ინგლისური და ესპანური გრანდები, განსაკუთრებით კი ესპანურ და ბრიტანულ მედიაში მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესზე იწერებოდა.
ვალენსიას მაისურით გიორგი მამარდაშვილმა სულ 26 მატჩი ჩაატარა და სულ 27 გოლი გაუშვა. 26-დან 10-ში მან კარი მშრალად შეინახა.