ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გიამართა. ბაიერნმა ბარსელონას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გულშემატკივრებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს.პირველ ნახევარში უპირატესობა „ბარსელონას“ ჰქონდა და რამდენიმე გოლის რეალური მომენტიც შექმნა, თუმცა მანუელ ნოიერს ვერც პედრიმ აჯობა და ვერც ლობერტ ლევანდოვსკიმ. პოლონელ თავდამსხმელს ორი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ერთ მომენტში ბურთი რამდენიმე მეტრიდან კარს ააცილა.
მეორე ტაიმში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. შეხვედრის 50-ე წუთზე ლუკა ერნანდესმა ანგარიში გახსნა და ზუსტად 4 წუთში ლეროი სანემ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ჩავის გუნდს მატჩის შემოტრიალება გაუჭირდებოდა. საბოლოო ჯამში, ბაიერნმა 2:0 მოიგო და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა
„ლივერპულმა“ კი "ენფილდზე" ამსტერდამის აიაქსი დაამრცხა. კარგი კომბინაციის შემდეგ ლივერპულელები მო სალაჰმა დააწინაურა, მაგრამ პირველივე ტაიმში კიდევ ერთმა მომ, მო კუდუსმა ანგარიში შესანიშნავი გოლით გაათანაბრა. ბედი კი 89-ე წუთზე გადაწყდა - ციმიკასის ჩაწოდებით და მატიპის თავურით. ეს უკანასკნელი მაღალ სიმაღლეზე ახტა ყველას დაასწრო და ლივერპულს სამი ქულა მოუტანა.