აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთმა განაცხადა, რომ მისი სულ მცირე 49 ჯარისკაცი დაიღუპა, აზერბაიჯანის ინფორმაციით კი მისი დანაკარგი 50 ჯარისკაცს შეადგენს.
საზღვარზე ვითარება სამშაბათს დაიძაბა. სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჯერმუკი, გორისი და კაპანი, დაბომბეს დამათ აზერბაიჯანის „მასშტაბურ პროვოკაციას“ უპასუხეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მასშტაბური პროვოკაცია“ მოაწყო, რომლის დროსაც ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.
მოგვიანებით რუსეთმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო, თუმცა შეტაკებების გაგრძელების შესახებ ინფორმაციას კვლავ ვრცელდებოდა მხარეები კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა იგეგმება.