2022 წელს ევროპის ტერიტორიის 2/3 გვალვის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. ამის შესახებ ევროპის გვალვის ობსერვატორიის კვლევაშია აღნიშნული, რომელსაც ევროკომისია კურირებს. ანგარიშის შესახებ BBC წერს.
კვლევის ავტორების მონაცემებით, ევროპის ტერიტორიის 47%-ზე კრიზისის შესახებ გაფრთხილებაა გამოცხადებული, კიდევ 17%-ზე კი განგაშია გამოცხადებული, რა დროსაც მცენარეები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები ზიანდება.
„ძლიერი გვალვა, რომელმაც წლის დასაწყისიდან ევროპის ბევრი რეგიონი დააზარალა, აგვისტოში გამწვავებას აგრძელებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ავტორების პროგნოზით, დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნოემბრამდე ჩვეულებრივზე უფრო თბილი და მშრალი ამინდი შენარჩუნდება. შედეგად, სიმინდის, სოიოსა და მზესუმზირას მოსავალი ბოლო 5 წლის მონაცემებთან შედარებით 16, 15 და 12%-ით ნაკლები იქნება.
ევროკომისიაში კვლევაზე საუბრისას აღნიშნეს, რომ „მიმდინარე გვალვა სულ მცირე ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდია“