''ქართული ოცნება'' არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭირვალობას ითხოვს. მმართველი პარტიის პოზიციით, მაშინ როდესაც მესამე სექტორი საკუთარი კომპენტენციის ფარგლებში პარტიათა ფინანსებს აკონტროლებენ, კითხვის ნიშნებს თავადვე არ უნდა აჩენდნენ. მათივე მტკიცებით ფული, რომლითაც ისინი ფინანსდებიან, ტექნიკური მთავრობის კამპანიის დასაგეგმად მიემართება. მესამე სექტორის პოზიციით კი, მსგავსი სახის განცხადებები საზოგადოების მოტყუება და დისკრედიტაციაა. რეალურად კი მათი ფინანსები სრულად გამჭირვალეა. აღნიშნულ თემას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც.