კონფლიქტის ესკალაცია სამეზობლოში - სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა. მხარეებმა გვიან ღამით ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ორივე მხარე ხელს ერთმანეთისკენ იშვერს. სომხეთი პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ტერიტორიის გავლით დერეფანს არავის მისცემენ. ესკალაციას ეხმაურებიან საერთაშორისო აქტორები მოწოდებით, რომ სიტუაციის ნორმალიზება დიპლომატიით უნდა მოხდეს. კავკასიის რეგიონში მზარდ დაძაბულობას გამოეხმაურა ქართული მხარეც, რომელმაც შუამავლად ყოფნაზე მზაობა გამოხატა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები დღის განმავლობაში და რა პოზიციები უჭირავთ პარტნიორებს.