პოლიციამ ზუგდიდში „ელიტ ელექტრონიქსის“ ორჯერ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.