2022-2023 სასწავლო წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლებას 5 183 ბავშვი ვერ მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემების მოთხოვნის საპასუხოდ აცნობეს, აქედან 4 362 ბავშვის შესახებ არც საქართველოს განათლების და არც ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ინფორმაციას არ ფლობენ, 821 ბავშვს კი სწავლაზე ხელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიუწვდება.
უფრო კონკრეტულად, უწყების მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ 2022 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, „4,362 ბავშვიდან უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“.