მეცის ოფიციალურმა საიტმა გიორგი მიქაუტაძე აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. "ვინ თუ არა ის, საოცარი სტარტის ავტორი, ვინც 4 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ამიტომაც ჩვენმა ფანებმა მიქაუტაძე აირჩიეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად", - აღნიშნულია კლუბის საიტზე.
ცნობისთვის, აგვისტოში გიორგიმ მეცის მაისურით 6 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა და დამსახურებულად გახდა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი.
გუშინ ღამით მეცმა გენგამთან ითამაშა და დიდი ანგარიშით, 3:6 დამარცხდა. ყვითელი ბარათების დაგროვების გამო აღნიშნულ შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა.