დათვი პადინგტონი დედოფალ ელისაბედს ემშვიდობება. სხვათა შორის, მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა ექსპერტებმა ყველაზე ემოციურად შეაფასეს. ემოციური სტატუსი „დათვი პადინგტონის“ ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოჩნდა: „მადლობა მემ, ყველაფრისთვის“ – ნათქვამია ვიდეოში.
საინტერესოა, რომ დედოფლის ტახტზე ასვლიდან 70 წლის იუბილეზე ელისაბედმა პადინგტონს სასახლეშიც კი უმასპინძლა.