დღეიდან ევროკავშირის გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შესახებ ოფიციალურად ამოქმედდა. რუსეთის მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმით ბოლო 15 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ, დღეიდან კი, ისევ მოუწევთ ვიზის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, გაცილებით ხანგრძლივი, თვე-ნახევრიანი პროცედურის გავლა და სავიზო მოსაკრებლის სახით, 35-ის ნაცვლად 80-ი ევროს გადახდა.