საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა, სადაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი ელჩის საქმიანობა საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას ხელს შეუწყობს. თავის მხრივ, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის როგორც როგორც განვითარების წამყვანი პარტნიორის, როლს მნიშნელოვნად აფასებს.