საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია გახსნა, რომლის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“ (Health, as a Global Challenge). მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სიმსივნის მკურნალობასა და ამ მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე.