არასწორ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის ქვეყნები გაკოტრებამდე მიჰყავს - ამის შესახებ ეკონომისტი წერს. უახლოეს წლებში, ევროკავშირის ქვეყნები შესაძლოა გაკოტრდნენ თუ მათი ხელმძღვანელები ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მცდარ ზომებს მიიღებენ, პროგნოზირებს გამოცემა.
გამოცემის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით გაზის შეწყვეტის შემდეგ, მისმა ღირებულებამ 30%-ით მოიმატა. თუკი ასეთი სიტუაცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯები ელექტრეოენერგიასა და გაზზე 1,4 ტრილიონ ევროს მიაღწევს.
კორპორაცია Morgan Stanley-ის მონაცემებით კი, ეს შვიდჯერ მეტია ბოლო წლების მონაცემებთან შედარებით.
Economist-ის ვარაუდით, კრიზისის შესამსუბუქებლად გამოსავალი გრძელვადიან კონტრაქტებშია, პარალელურად კი, ევროპელმა ლიდერებმა ენერგიის ახალი მიმწოდელებელი უნდა ეძებოს. გამოცემას მაგალითისთვის ყატარი მოჰყავს.