ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. ტურის ფარგლებში 10-კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის მაგისტრები, სომელიეები და იმპორტიორები, ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს, კახეთში ასევე გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას.
ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართული ღვინის ცნობადობა და ექსპორტი აზიის ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილია.