9 სექტემბერს, სანზონის რაიონში 20 წლის ფეხბურთელის, ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების ერთი წლის თავთან დაკავშირებით სიმბოლური ტურნირი - "ვახოს თასი" გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას თბილისის მასშტაბით 16 გუნდი, მათ შორის ვახოს სამეგობროთი დაკომპლექტებული გუნდებიც იღებდნენ.
ფინალში ქვემო სანზონამ, ანგარიშით 6:2 იმარჯვა. გამარჯვებულ გუნდი თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა, ასევე დაჯილდოვდნენ მეორე ადგილოსანი გუნდის ფეხბურთელებიც. გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც.
აღსანიშნავია, რომ ვახო ჩარკვიანის ხსოვნის საპატივცემულოდ გარდამავალი ტურნირი ყოველწლიურად, 28 თებერვალს, მის დაბადებისდღეზე გაიმართება.