ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) რიჩონეში, ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლუკა ფინალში ფრანგ ლორის ტასირთან იპონით დამარცხდა და ოქროს მედალს ვერ დაეუფლა. ფინალამდე მან ბრაზილიელი მარსელო გომესი ვაზარით, სლოვაკი მილან რანდლი იპონით, ფინელი კლენ კრისტოფერ კალიულაიდი ვაზარით და ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ლუკა მაისურაძემ იასპარეზა. იგი ტრავმის შემდეგ ტატამიზე პირველად გავიდა.