პაპუა-ახალ გვინეაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიწისძვრას მინიმუმ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი, დაზიანებულია კერძო სახლები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კაინანტუდან აღმოსავლეთით დაახლოებით 67 კმ-ში დაფიქსირდა.
პაპუა-ახალი გვინეის მცხოვრებლებმა სოციალურ მედიაში გაავრცელეს ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს დაბზარული გზები, დაზიანებული შენობები და ავტომობილები.