თბილისის საქალაქო სასამართლო ძმები კაკულიების საქმის არსებით განხილვას დღეიდან იწყებს. დავით და გუგა კაკულიებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში, საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის შეძენა-შენახვაში ადაშაულებენ. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.
პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ძმებ კაკულიებს უკავშირდება 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლა. დაკავებულები ფიგურირებენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც.