სალომე ზურაბიშვილი - არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ - ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა! - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ - ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა!

2022-09-12 09:10:21+04:00

ყველას გვტკივა ის ძალიან მძიმე ფონი, რომელიც შექმნილია პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში: გაუთავებელი დაპირისპირება, პოლარიზაცია, ლანძღვა, აუტანლობა, რაც არსებობს დღეს, ეს ალბათ, თქვენთვისაც მიუღებელია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა, სადაც ტაძრის საგანძურის მცველები და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მისი თქმით, საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას.