ბიუჯეტს ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი 34,4 მლნ ლარით გაეზარდა - Palitra News

ბიუჯეტს ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი 34,4 მლნ ლარით გაეზარდა

2022-09-12 07:05:29+04:00

ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 34,4 მლნ ლარით, დაახლოებით 31%-ით გაიზარდა.

როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2022 წლის 7 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 146,403 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 111,991 მლნ ლარი.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი თანხა - 89,458 მლნ ლარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა.